Accentnews.ge
რუსეთის FSB ირწმუნება, რომ სოლოვიოვის გარდა კიდევ „ოთხი ჟურნალისტის მკვლელობა იგეგმებოდა“

რუსეთის FSB ირწმუნება, რომ სოლოვიოვის გარდა კიდევ „ოთხი ჟურნალისტის მკვლელობა იგეგმებოდა“

25/04/2022 15:19:54 მსოფლიო

რუსეთის FSB-მ განაცხადა, რომ "ნეო-ნაცისტები", რომლებიც დააკავეს პროპაგანდისტ ვლადიმერ სოლოვიოვის მკვლელობის მომზადების ბრალდებით, ასევე გეგმავდნენ სხვა რუსი პროპაგანდისტების: - დიმიტრი კისელევის, მარგარიტა სიმონიანის, ოლგა სკაბეევას და ევგენი პოპოვის მკვლელობებს.

FSB-მ ასევე გაავრცელა დაკავებულების დაკითხის პროცესიდან ამონარიდები.

„2022 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში მივდიოდი ბინაში, სადაც ჩემი თანდასწრებით განიხილავდნენ სპეცოპერაციის მხარდამჭერი სიმბოლოებიანი მანქანების დაწვას, ამასთან, მკვლელობებს“,– ამბობს ერთ-ერთი დაკავებული.

დღის პირველ ნახევარში FSB–ში განაცხადეს, რომ დააკავა „ნეო–ნაცისტების“ ("National Socialism/White Power") ჯგუფის წევრები, რომლებიც „უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დავალებით“ რუსეთის ერთ–ერთი მთავარი პროპაგანდისტის ვლადიმირ სოლოვიოვის მკვლელობას გეგმავდნენ.

ვლადიმირ პუტინი თემას რუსეთის გენერალური პროკურატურის კოლეგიის სხდომაზე შეეხო და აღნიშნულში აშშ–ს დასდო ბრალი:

„ვინაიდან დასავლეთი მარცხდება საინფორმაციო სფეროში, ატყუებს თავის მოქალაქეებს, ის ტერორში გადაიქცა და ჩვენი ჟურნალისტების მკვლელობებს ამზადებს. [...]

ჩვენ გვარით ვიცნობთ კურატორებს დასავლური სამსახურებიდან, პირველ რიგში, აშშ-ს CIA-დან, რომლებიც მუშაობენ უკრაინის უსაფრთხოების სააგენტოებთან”.

საპასუხოდ უკრაინის უშიშროების სამსახურში განაცხადეს, არასერიოზულად აღიქვამენ ბრალდებას და რომ უწყება სახელმწიფოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად რთულ სამუშაოს წევს და რომ არც დრო და არც სურვილი აქვს რესურსი რუს პროპაგანდისტებზე „გაფანტოს“.

„არ ვაპირებთ სოლოვიოვის მოკვლას. ამავდროულად, იმ რაოდენობის ყალბი და ანტიუკრაინული სიძულვილის გათვალისწინებით, რომელსაც ეს ადამიანი ავრცელებს, შეუძლია, დამოუკიდებლად დაიხრჩოს საკუთარი პროპაგანდისტული საქმიანობის „პროდუქტებში“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S