Accentnews.ge
ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი ევროკავშირსა და აშშ-ს ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი ევროკავშირსა და აშშ-ს ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

25/04/2022 15:02:20 პოლიტიკა, მსოფლიო

უკრაინის რადას ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია ევროკავშირსა და აშშ-ს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თხოვნით მიმართავს.

არახამიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან.

"საქართველოს ხელისუფლების მთელი პოლიტიკა არის კრემლის ინსტრუქციების შესრულება. ეს არის მათი რიტორიკის მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების არაღიარებისა და რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების მცდელობის", - წერს ის.

არახამიას თქმით, ივანიშვილი ქართველ იანუკოვიჩად გადაიქცა და უკრაინის მიმართ იმგვარ პოლიტიკას ატარებს, რომელსაც ქართველი ხალხი მხარს არ უჭერს.

„მათ სურთ, ქართველები და უკრაინელები დააპირისპირონ ერთმანეთს. ამის თავიდან ასაცილებლად მივმართავ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას, რათა განიხილონ ივანიშვილისა და მისი აქტივების წინააღმდეგ დასავლეთში სანქციების დაწესება. პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. არც ოკუპანტები და არც ის, ვინც მათ ეხმარება“, - დასძინა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S