
რუსეთი გერმანიის საელჩოს 40 თანამშრომელს აძევებს
25/04/2022 14:32:32 ევროპა, მსოფლიო
რუსეთი ბერლინის მსგავსი გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსეთში გერმანიის საელჩოს 40 თანამშრომელს აძევებს.
„გერმანიის ელჩს გადაეცა ნოტა რუსეთში გერმანიის დიპლომატიური ინსტიტუტების ორმოცი თანამშრომლის პერსონა ნონ–გრატად გამოცხადების შესახებ, როგორც სიმეტრიული პასუხი გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებაზე“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
4 აპრილს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს 40 თანამშრომლის ქვეყნიდან გაძევების შესახებ განაცხადა.
გადაწყვეტილება ბუჩაში რუსული არმიის სისასტიკეს შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში გამოცხადდა. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო დასავლეთის არაერთმა ქვეყანამ.