ესტონეთმა კირკოროვს ქვეყანაში შესვლა 5 წლით აუკრძალა
25/04/2022 14:25:22 მსოფლიო
ესტონეთმა რუს მომღერალ ფილიპ კირკოროვს ქვეყანაში შესვლა 5 წლით აუკრძალა.
კირკოროვის უახლოესი კონცერტი ესტონეთში 27 მაისს ტალინში უნდა გამართულიყო, თუმცა მის წინააღმდეგ 6 600-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.
ტალინის ვიცე-მერმა, მომღერლის კონცერტთან დაკავშირებით აღშფოთების ფონზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს გასულ კვირას სანქციების დაწესება შესთავაზა არტისტების წინააღმდეგ, რომლებიც ამართლებენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში.
მაშინ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ დაუჭირა მხარი პუტინის მხარდამჭერ ხელოვანთა „შავი სიის“ იდეას.
ლიეტუვამ კირკოროვს ქვეყანაში შესვლა 2021 წლის იანვარში აუკრძალა - ოკუპირებულ ყირიმში გასტროლისთვის. მან გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში სცადა, მაგრამ დამარცხდა.


