Accentnews.ge
"მტკიცე რეკომენდაციაა, 50 წელს გადაცილებულები მეოთხე დოზით აიცრან" – გამყრელიძე

"მტკიცე რეკომენდაციაა, 50 წელს გადაცილებულები მეოთხე დოზით აიცრან" – გამყრელიძე

25/04/2022 13:09:27 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადეებით, მტკიცე რეკომენდაციაა, რომ 50 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა მიიღონ.

„დაახლოებით 4 000-მდე ადამიანს 4 დოზა ქვეყანაში გაკეთებული აქვს სხვადასხვა მიზნით, მათ შორის, ქრონიკული დაავადებების მქონეებს, მათ შორის, ვისაც სჭირდებოდა... მაგრამ უკვე გადაწყვეტილებაა, 50 წლის ზემოთ ადამიანებს მიეცეთ მტკიცე რეკომენდაცია, რომ მათ გაიკეთონ მეორე ბუსტერი, 4 თვის შემდეგ პირველი ბუსტერიდან ან დაავადების გადატანიდან.

რაც შეეხება ქვემო ასაკს, უკვე შევთანხმდით, რომ ეს იქნება 12 წლის ასაკის ზემოთ ძირითადად რეკომენდირებული, იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები“,– განუცხადა გამყრელიძემ „რუსთავი 2“–ს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S