Accentnews.ge
ფინეთის პორტში ნატო–ს გემები შევიდნენ

ფინეთის პორტში ნატო–ს გემები შევიდნენ

25/04/2022 13:04:52 მსოფლიო

დღეს ნატო–ს გემები ფინეთის პორტ ტურკუში შევიდნენ, – იუწყება Reuters.

მისი ცნობით, ლატვიური "LVNS Virsaitis", ესტონური "ENS Sakala" და ნიდერლანდური "HNLMS Schiedam" ხომალდები ფინეთის სანაპირო ფლოტილიის გემებთან ერთად წვრთნებს გაივლიან

ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორდღიანი წვრთნები მოამზადებს ფინურ ხომალდებს ნატო–ს რეაგირების ძალებში მონაწილეობის მისაღებად და წვრთნა "ფოკუსირებული იქნება ნაღმების საწინააღმდეგო ზომების შემუშავებაზე".

შეგახსენებთ, რომ ჰელსინკი განიხილავს ნატო–ში გაწევრიანების შესაძლებლობას მეზობელ ქვეყანა რუსეთთან გაზრდილი დაძაბულობის ფონზე. მიმდინარე თვეშის ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებს გადაწყვეტილებას ნატო–ში გაწევრიანების შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S