ისრაელმა სარაკეტო იერიშს საარტილერიო ცეცხლით უპასუხა
25/04/2022 13:00:03 მსოფლიო
25 აპრილს ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს, რასაც ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა საარტილერიო ცეცხლით უპასუხა.
ლიბანიდან ნასროლი რაკეტა საზღვართან ახლოს, დაუსახლებელ პუნქტში ჩამოვარდა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ისრაელის შეიარაღებულ ძალებში ფიქრობენ, რომ რაკეტა დაჯგუფება "ჰეზბოლამ", არამედ ადგილობრივმა პალესტინურმა დაჯგუფებებმა ისროლეს.
თავდასხმის პასუხად ისრაელის არტილერიამ ათობით ჭურვი ისროლა იმ მიმართულებისკენ, საიდანაც რაკეტა აფრინდა.
"თუ ტერორიზმი და ძალადობა გაგრძელდება, სწორი სამიზნეების წინააღმდეგ საჭირო ძალას გამოვიყენებთ". – თქვა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა მომხდართან დაკავშირებით და ლიბანის მთავრობას მოუწოდა, საკუთარ ტერიტორიაზე მიმინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა აიღოს.
გასულ წლებში ლიბანიდან ისრაელზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა, რაშიც, ძირითადად, პალესტინურ დაჯგუფებებს ადანაშაულებენ.


