ვერეშჩუკი: „აზოვსტალიდან“ ჰუმანიტარული დერეფანი დღეს არ გაიხსნება"
25/04/2022 12:42:12 მსოფლიო
უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ „აზოვსტალიდან“ ჰუმანიტარული დერეფანი დღეს არ გაიხსნება, რადგან ამ საკითხზე შეთანხმება არ არსებობს.
„ჩვენ მივმართეთ გაერო-ს გენერალურ მდივანს, იყოს ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის ინიციატორი და გარანტორი. საუბარია დერეფანზე მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რომლებიც „აზოვსტალში“ რჩებიან. კერძოდ, ჩვენ ვითხოვთ, რომ ჰუმანიტარულ კოლონაში იყვნენ გაერო-ს და წითელი ჯვრის წარმომადგენლები“, – განაცხადა უკრაინის ვიცე პრემიერმა
მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ დღეს კიევის დროით 14:00 საათიდან მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის „აზოვსტალიდან“ ჰუმანიტარულ დერეფანს გახსნიან.


