რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ დნესტრისპირეთში კონფლიქტის ესკალაციის რისკს ვერ ხედავენ
25/04/2022 12:38:51 მსოფლიო
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი „ვერ ხედავენ“ დნესტრისპირეთში ესკალაციის რისკებს და ისწრაფვიან „საკითხის მშვიდობიანი მოგვარებისაკენ“.
"ვერ ვხედავთ რისკებს. ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება: მხარს ვუჭერთ დნესტრისპირეთის პრობლემის მშვიდობიან მოგვარებას, მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობასა და ამ რეგიონს მის შემადგენლობაში განსაკუთრებული სტატუსით", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ.
გასულ კვირას განმავლობაში მოლდოვამ ზედიზედ ორჯერ დაიბარა რუსეთის ელჩი რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებების გამო.


