Accentnews.ge
რუსეთის ტყვეობიდან ორი თემის თავკაცები გამოიხსნეს

რუსეთის ტყვეობიდან ორი თემის თავკაცები გამოიხსნეს

25/04/2022 12:27:59 ევროპა

რუსეთის ტყვეობიდან ზაპოროჟიეს რეგიონის ორი თემის - ნოვოუსპენოვსკაიასა და კირილოვსკაიას ხელმძღვანელები - ივან სენიკი და ივან მალეევი გაათავისუფლეს. ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ივან სენიკი, ნოვოუსპენოვსკის სოფლის საბჭოს თავმჯდომარე, რუსმა ოკუპანტებმა 13 აპრილს დაატყვევეს, ხოლო კირილოვსკის სოფლის საბჭოს თავმჯდომარე ივან მალეევი რუსმა სამხედროებმა სამუშაო ადგილიდან 17 აპრილს გაიტაცეს მას შემდეგ, რაც მან არ მიიღო ოკუპანტების ულტიმატუმი თანამშრომლობის თაობაზე.

კლიჩკო აღნიშნავს, რომ 8 უკრაინელი მერი კვლავ ტყვეობაშია. მათი ბედი უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S