ბაიდენმა უკრაინაში აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკი წარადგინა
25/04/2022 11:51:34 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში შეერთებული შტატების ელჩად ბრიჯიტ ბრინკი წარადგინა. შესაბამის ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
ბრიჯიტ ბრინკი ამჟამად შეერთებული შტატების ელჩია სლოვაკეთში.
ცნობისთვის: ამერიკული ავტორიტეტული გამოცემა „ფორინ პოლისი“ 2018 წელს წერდა, რომ "საქართველოს მთავრობამ დაბლოკა აშშ-ის ახალ ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნა, რადგან მას ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილად მიიჩნევდა".
ინფორმაციას საქართველოს მთავრობაში „არასერიოზული“ უწოდეს.


