"გვსურს, იმდენად დასუსტებული რუსეთი ვიხილოთ, რომ ვერ შეძლოს იმის გაკეთება, რაც უკრაინაში შეჭრისას გააკეთა"
25/04/2022 11:45:06 მსოფლიო
გვსურს, იმდენად დასუსტებული რუსეთი ვიხილოთ, რომ მას არ შეეძლოს გააკეთოს ისეთი რამ, რაც უკრაინაში შეჭრისას გააკეთა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
„გვინდა, ვიხილოთ უკრაინა, რომელიც სუვერენული და დემოკრატიული ქვეყანაა და შეუძლია თავისი სუვერენული ტერიტორიის დაცვა. გვინდა, იმდენად დასუსტებული რუსეთი ვიხილოთ, რომ ვერ შეძლოს იმის გაკეთება, რაც უკრაინაში შეჭრისას გააკეთა“, - აღნიშნა ოსტინმა.
მისი თქმით, რუსეთს დიდი დანაკარგები აქვს.
„ჩვენ გვინდა ვიხილოთ, რომ მათ არ ჰქონდეთ ამის ძალიან სწრაფად აღდგენის შესაძლებლობა“, -დასძინა მან.
ცნობისთვის: ამჟამად რუსული ძალები დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.


