Accentnews.ge
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „აზოვსტალიდან“ ჰუმანიტარული კორიდორის გასახსნელად მზაობას აცხადებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „აზოვსტალიდან“ ჰუმანიტარული კორიდორის გასახსნელად მზაობას აცხადებს

25/04/2022 11:43:00 ევროპა, მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მზად არიან გახსნან ჰუმანიტარული კოროდორი და გამოაცხადონ „სიჩუმის რეჟიმი“, რათა მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ კომბინატში მყოფმა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა ტერიტორია დატოვონ.

„რუსეთის შეიარაღებული ძალები და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ფორმირება მოსკოვის დროით 14:00 საათიდან ცალმხრივ რეჟიმში წყვეტს ნებისმიერი სახის სამხედრო მოქმედებას, ქვედანაყოფები გავლენ უსაფრთხო მანძილზე და უზრუნველყოფენ აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეების გაყვანას მათ მიერ დასახელებული ნებისმიერი მიმართულებით“,- ნათქვამია რუსეთის ფედერაციის ეროვნული თავდაცვის კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, გენერალ-პოლკოვნიკ მიხაილ მიზინცევის განცხადებაში.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია ჰუმანიტარული კორიდორით გამოსვლის შესაძლებლობას სთავაზობს სამოქალაქო პირებს (დასაქმებულ პერსონალს, ქალებსა და ბავშვებს)

„თუ მშვიდობიანი მოქალაქეები კვლავ იმყოფებიან მეტალურგიულ კომბინატში, მაშინ ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, კიევის ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ უბრძანონ ნაციონალისტური ფორმირებების მეთაურებს მათი გათავისუფლების შესახებ“, - თქვა მიზინცევმა.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა უარყო რუსეთის განცხადება "აზოვსტალიდან" ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ შეთანხმებების არსებობის შესახებ.

„აზოვსტალის“ ქვეშ მოთავსებულ გვირაბებს უკრაინის 2000-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირი აფარებს თავს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ შტურმი არ იქნება. თუმცა უკრაინის ხელისუფლების ცნობით, კვირას რუსეთის სამხედროებმა განაახლეს ცეცხლი ქარხნის ტერიტორიაზე უკრაინის შენაერთების პოზიციების მიმართულებით.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა 24 აპრილს განაცხადა, რომ შაბათს ჩაიშალა მარიუპოლიდან სამოქალაქო პირების ევაკუაცია ჰუმანიტარული დერეფნით, ხელახლა შეეცდებიან მის ორგანიზებას ორშაბათს. ევაკუაცია არ შეეხება იმ სამოქალაქო პირებს, რომლებიც, როგორც იტყობინებიან, თავს აფარებენ მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიას, სადაც კვლავაც არიან გამაგრებული უკრაინის ქვედანაყოფები, რომლებიც მარიუპოლს იცავდნენ.

მანამდე ვერეშჩუკმა რუსეთს ბრალი დასდო საკუთარი პარალელური დერეფნის მოწყობაში, რომლის მეშვეობით მარიუპოლის მოსახლეობა რუსეთის ტერიტორიაზე გასვლას შეძლებდა. კრემლში ამ ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S