მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტმა თანამშრომლებისთვის „უმოქმედო რეჟიმი“ დააწესა
25/04/2022 11:39:20 მსოფლიო
მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტმა თანამშრომლებისთვის „უმოქმედო რეჟიმი“ დააწესა.
მიზეზად რუსეთის საავიაციო ინდუსტრიაში შექმნილი „რთული სიტუაცია“ და ხარჯების შემცირების აუცილებლობა სახელდება, ამის შესახებ გამოცემა „ინტერფაქსს“ აეროპორტის პრესამსახურმა განუცხადა.
„ვნუკოვოს აეროპორტი იძულებულია შეამციროს ხარჯები. პერსონალის ნაწილისთვის დაიხურა ვაკანსიები, შემოღებულია „უმოქმედობის რეჟიმი“. შემცირებული დატვირთვის გამო, თანამშრომლებს ვთავაზობთ ნახევარ განაკვეთზე მუშაობას“, – განაცხადეს პრესსამსახურში


