Accentnews.ge
FSB ირწმუნება, რომ დააკავეს ჯგუფის წევრები, რომლებსაც რუსი პროპაგანდისტის მკვლელობა ჰქონდათ დავალებული

FSB ირწმუნება, რომ დააკავეს ჯგუფის წევრები, რომლებსაც რუსი პროპაგანდისტის მკვლელობა ჰქონდათ დავალებული

25/04/2022 11:12:35 მსოფლიო

რუსეთის FSB ირწმუნება, რომ დააკავა „ნეონაცისტების“ ("National Socialism/White Power") ჯგუფის წევრები, რომლებიც „უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დავალებით“ რუსეთის ერთ–ერთი მთავარი პროპაგანდისტის ვლადიმირ სოლოვიოვის მკვლელობას გეგმავდნენ,– იუწყება კრემლის მიერ კონტროლირებადი რუსული მედია.

ირწმუნებიან, რომ ჩხრეკისას აღმოაჩინეს „მოლოტოვის კოქტეილის“ ტიპის 8 ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა, ექვსი პისტოლეტი, სანადირო თოფი, ხელყუმბარა, სხვადასხვა კალიბრის ათასზე მეტი ვაზნა, ნარკოტიკები, ყალბი უკრაინული პასპორტები ჯგუფის წევრების ფოტოებით, ნაციონალისტური ლიტერატურა და ატრიბუტები“.

„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები აღიარებენ, რომ სოლოვიოვის მკვლელობას ამზადებდნენ, რის შემდეგაც ისინი საზღვარგარეთ დამალვას აპირებდნენ“,– ამტკიცებს FSB.

რუსული მედიის ცნობით, ვლადიმირ პუტინი თემას რუსეთის გენერალური პროკურატურის კოლეგიის სხდომაზე შეეხო, განაცხადა მიღებული „ფაქტები და მტკიცებულებები უდავოა“ და ტრადციულად ბრალი დასავლეთს დასდო:

„ვინაიდან დასავლეთი მარცხდება საინფორმაციო სფეროში, ატყუებს თავის მოქალაქეებს, ის ტერორში გადაიქცა და ჩვენი ჟურნალისტების მკვლელობებს ამზადებს. [...]

ჩვენ გვარით ვიცნობთ კურატორებს დასავლური სამსახურებიდან, პირველ რიგში, აშშ-ს CIA-დან, რომლებიც მუშაობენ უკრაინის უსაფრთხოების სააგენტოებთან”.

საპასუხოდ უკრაინის უშიშროების სამსახურში განაცხადეს, არასერიოზულად აღიქვამენ ბრალდებას და რომ უწყება სახელმწიფოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად რთულ სამუშაოს წევს და რომ არც დრო და არც სურვილი აქვს რესურსი რუსი პროპაგანდისტებზე „გაფანტოს“.

„არ ვაპირებთ სოლოვიოვის მოკვლას. ამავდროულად, იმ რაოდენობის ყალბი და ანტიუკრაინული სიძულვილის გათვალისწინებით, რომელსაც ეს ადამიანი ავრცელებს, შეუძლია, დამოუკიდებლად დაიხრჩოს საკუთარი პროპაგანდისტული საქმიანობის „პროდუქტებში“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S