14-15 მაისს ბერლინში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება
25/04/2022 10:58:10 მსოფლიო
14-15 მაისს ბერლინში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება. ალიანსის ცნობით, შეხვედრას ნატო–ს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი გაუძღვება. არსებული ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემა უკრაინა იქნება.
ნატო–ს ინფორმაციით, 14 მაისს გაიმართება სამუშაო სადილი, რომელიც მედიისთვის დახურული იქნება. 15 მაისს ჩატარდება ორი სესია. შეხვედრების ბოლოს დაგეგმილია ნატო–ს გენმდივნისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი პრეს–კონფერენცია.


