Accentnews.ge
ხარკოვში რუსული გამანადგურებელ–ბომბდამშენის ჩამოგდების შესახებ იუწყებიან

ხარკოვში რუსული გამანადგურებელ–ბომბდამშენის ჩამოგდების შესახებ იუწყებიან

25/04/2022 10:54:08 ევროპა

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ხარკოვის რეგიონში რუსული სუ-34 გამანადგურებელი ჩამოაგდო,– იუწყება უკრაინის საჰაერო ძალები.

„წინასწარი მონაცემებით, საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვამ გაანეიტრალა ყველა ამინდის სუ -34 გამანადგურებელი-ბომბდამშენი“,– ნათქვამია შეტყობინებაში.

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, დონბასის რეგიონში რუსეთს მნიშვნელოვანი მიღწევა ჯერ–ჯერობით არ აქვს.

მისი ცნობით, მარიუპოლის დამცველებმა ბევრი რუსული ქვედანაყოფი დაასუსტეს.

ამასთან, ბრიტანული დაზვერვა იუწყება, რომ "რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა, გარდაცვლილი სამხედროების ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდის პროცესს ზედამხედველობა გაუწიონ არა სამოქალაქო, არამედ სამხედრო ჩინოვნიკებმა, მიანიშნებს განზრახვაზე, რომ მოსახლეობას ომში განცდილი ზარალის რეალური მასშტაბი დაუმალონ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S