
ლიეტუვას შეიარაღებული ძალების სარდალი რუსეთის ახალ სამხედრო აგრესიას 5-10 წელიწადში პროგნოზირებს
25/04/2022 10:40:26 ევროპა
ლიეტუვას შეიარაღებული ძალების მეთაური ვალდემარას რუფშისი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ომში სტრატეგიული მარცხი რუსეთში მხოლოდ რევანშისტულ განწყობებს გააძლიერებს და ახალი ომი 5-10 წელიწადში უნდა იყოს მოსალოდნელი,– ამის შესახებ მან LRT-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით მომავლის სამხედრო საფრთხეები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ძალები აღმოჩნდებიან რუსეთში ხელისუფლებაში.
„ჩემი აზრით, თუ რუსეთი არ შეიცვლება, ის დარჩება საფრთხედ ჩვენთვის და ნატო–სთვის. გარდა ამისა, საფრთხე შეიძლება კიდევ უფრო დიდი გახდეს და ალიანსის ქვეყნებმა, პირველ რიგში, შეკავებაზე უნდა იმუშაონ. რუსეთი უნდა შეაკავოს იმისგან, რაც ახლა ჩაიდინა, როდესაც გადაწყვიტა უკრაინაზე თავდასხმა“, - თქვა მან.
მისი თქმით, რუსეთის მუქარის უნარი ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის სანქციების ზემოქმედებაზე, მაგრამ თეორიულად, 5-10 წელიწადში მას ძალაუფლების აღდგენა შეუძლია იმ მნიშვნელოვანი დანაკარგების შემდეგ, რაც უკვე განიცადა უკრაინაში:
”რუსული რევანშიზმი არსად გამქრალა. არ ვიტყვი, რომ რუსეთმა უკვე წააგო ყველა ბრძოლა, მაგრამ უბრალოდ იმიტომ, რომ უკრაინამ გაუძლო – მათ [რუსებმა] უკვე წააგეს ომი. კიევიდან უკან დახევამ ნათლად აჩვენა მათი თავდაპირველი განზრახვის მარცხი... კიევიდან უკან დახევამ ნათლად აჩვენა მათი თავდაპირველი განზრახვის წარუმატებლობა... ვფიქრობ, ახლა მათ მცირე იმედი აქვთ უკრაინის არმიის დამარცხების. სპორტში მეორე ადგილი ძალიან საპატიოა, ომში კი მხოლოდ პირველი ადგილია საჭირო“.
მისი თქმით, უკრაინაზე რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეტევამ ძირეულად შეცვალა ვითარება ევროპაში და ნატო განიხილავს შესაძლო სცენარებს ახლო და გრძელვადიან პერსპექტივაში, მათ შორის, რა და როგორ მოხდება, თუ რუსეთი გადაწყვეტს აგრესიას წევრი ქვეყნის წინააღმდეგ.