სტეფანჩუკი: "რადა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების ნაწილში კონსტიტუციას არ შეცვლის"
25/04/2022 10:24:19 მსოფლიო
უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უმაღლესი რადა უკრაინის კონსტიტუციას არ შეცვლის, - ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.
„ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. კონსტიტუციის შეცვლა არ არის და არც არასდროს იქნება თვითმიზანი. ცვლილებებს შედეგი მოაქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ აქვთ ეფექტი“, - განაცხადა სტეფანჩუკმა.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი უკრაინის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაა და სწორედ ამისთვის მუშავდება უსაფრთხოების გარანტიები.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები ფუნდამენტურად უნდა განსხვავდებოდეს ბუდაპეშტის მემორანდუმისგან:
„თუ ჩვენ მივიღებთ გარანტიებს, გამოვიყენებთ ამ გარანტიებს და რაც წერია კონსტიტუციაში ნატოზე, ევროკავშირზე, ეს არის ჩვენი მომავლის პერსპექტიული ხედვები. ჩვენ გვჭირდება გარანტიები ახლა და არა მომავალში. ჩვენ უკვე მოვაწერეთ ხელი ბუდაპეშტის მემორანდუმს მომავლისთვის, რომელსაც გადამოწმება არ გაუვლია".


