Accentnews.ge
WSJ: "აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭო ალინა კაბაევას წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აჩერებს"

WSJ: "აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭო ალინა კაბაევას წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აჩერებს"

25/04/2022 10:05:34 მსოფლიო

აშშ-ის ეროვნულმა უშიშროების საბჭომ შეაჩერა მხატვრულ ტანვარჯიშში ოლიმპიური ჩემპიონისთვის ალინა კაბაევასთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილება, - იუწყება The Wall Street Journal ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

მისივე ცნობით, ამერიკელი მაღალჩინოსნები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობის დაძაბვას მოერიდნენ.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც სანქციების სიის შედგენაში მონაწილეობს, აცხადებს რომ, ამერიკელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ სპორტსმენზე შეტევას პუტინი „აგრესიულად უპასუხებს“.

მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, არსებობს ვარაუდი, რომ ალინა კაბაევა პუტინის მინიმუმ, სამი შვილის დედაა.

ამერიკამ სანქციების სიაში უკვე შეიყვანა პუტინის ორი შვილი პირველი ქორწინებიდან კატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა.

რუსეთის პრეზიდენტის კიდევ ერთი სავარაუდო შვილის 18 წლის ელიზავეტა კრივონოგოვას დედა სვეტლანა კრივონოგოვა სანქციების სიაში ჯერ–ჯერობით არ მოხვედრილა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S