Accentnews.ge
SIPRI - 2021 წელს პირველად, მსოფლიოში თავდაცვის ხარჯებმა 2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

SIPRI - 2021 წელს პირველად, მსოფლიოში თავდაცვის ხარჯებმა 2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

25/04/2022 09:39:23 მსოფლიო

2021 წელს პირველად, მსოფლიოში თავდაცვის ხარჯებმა 2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, – იუწყება "სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტი" (SIPRI).

მისი მონაცემებით, ხუთ ქვეყანაში, რომლებიც ყველაზე მეტს ხარჯავენ თავდაცვაზე, შედიან:

  • აშშ,
  • ჩინეთი,
  • ინდოეთი,
  • დიდი ბრიტანეთი
  • რუსეთი.

SIPRI–ს ცნობით, 2021 წელს შეერთებულ შტატებზე მოდიოდა მსოფლიოში თავდაცვის ხარჯების 38% (801 მილიარდ დოლარი, საერთო შიდა პროდუქტის 3,5%). რუსეთის სამხედრო ხარჯები 2,9%-ით გაიზარდა და 65,9 მილიარდ დოლარს მიაღწია. რუსეთში ზედიზედ მესამე წელს აღინიშნება სამხედრო ხარჯების ზრდა. ეს ხარჯები საერთო შიდა პროდუქტის 4,1%-ს შეადგენს. სამხედრო ხარჯების ზრდა დაემთხვა პერიოდს, როცა მოსკოვი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდა.

უკრაინაში შარშან სამხედრო ხარჯები შემცირდა და 5,9 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც საერთო შიდა პროდუქტის 3,2%-ს უდრის.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S