Accentnews.ge
აშშ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს: "პუტინის ქმედებების ფასი ასტრონომიული იქნება"

აშშ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს: "პუტინის ქმედებების ფასი ასტრონომიული იქნება"

25/04/2022 09:07:40 მსოფლიო

აშშ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კატასტროფულ შედეგებზე აფრთხილებს. შესაბამისი განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა "ЄВРОПЕЙСЬКА ПРАВДА"-სთან ინტერვიუში გააკეთა.

"ჩვენ საქმე გვაქვს პუტინთან და მან უკვე გასცა ბრძანება საშინელი, სასტიკი სამხედრო დანაშაულებების ჩადენის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი შესაძლებელია და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთმა შესაძლოა, გამოიყენოს სხვადასხვა ტიპის იარაღი. ახლა ჩვენ - და არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ ტრანსატლანტიკური საზოგადოების სხვა წევრებიც - მოვუწოდებთ პუტინს, რომ ეს ნაბიჯი იქნება კატასტროფული არა მხოლოდ უკრაინისთვის და მსოფლიოსთვის, არამედ პუტინისა და რუსეთისთვისაც“, - განაცხადა ნულანდმა.

მისი თქმით, ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში უკრაინა მარტო არ დარჩება, "რადგან ასეთი იარაღის გამოყენება სიტუაციას ფუნდამენტურად ახალ დონეზე აიყვანს".

"შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ამ შემთხვევაში პუტინის ქმედებების ფასი ასტრონომიული იქნება“, - განაცხადა ნულანდმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S