ბრიტანული დაზვერვა: "დონბასის რეგიონში რუსეთს მნიშვნელოვანი მიღწევა ჯერ–ჯერობით არ აქვს"
25/04/2022 08:46:13 მსოფლიო
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, დონბასის რეგიონში რუსეთს მნიშვნელოვანი მიღწევა ჯერ–ჯერობით არ აქვს.
მისი ცნობით, მარიუპოლის დამცველებმა ბევრი რუსული ქვედანაყოფი დაასუსტეს.
ამასთან, ბრიტანული დაზვერვა იუწყება, რომ "რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა, გარდაცვლილი სამხედროების ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდის პროცესს ზედამხედველობა გაუწიონ არა სამოქალაქო, არამედ სამხედრო ჩინოვნიკებმა, მიანიშნებს განზრახვაზე, რომ მოსახლეობას ომში განცდილი ზარალის რეალური მასშტაბი დაუმალონ".
ცნობისთვის: ამჟამად რუსული ძალები დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.


