Accentnews.ge
ბაიდენმა  "სომეხთა გენოციდის" 107-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ბაიდენმა  "სომეხთა გენოციდის" 107-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

25/04/2022 08:06:14 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა "სომეხთა გენოციდის" 107-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

"ჩვენ ვალდებულნი ვართ, საჯაროდ ვისაუბროთ სისასტიკეებზე და შევაჩეროთ სისასტიკეები, რომლებიც მოუშუშებელ ჭრილობებს ტოვებენ. [...] მოდით, გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა უკეთესი, უფრო მშვიდობიანი მსოფლიოს შესაქმნელად. [...] სომეხი ამერიკელები შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი ნაწილია. ისინი ჩვენს ერს უფრო ძლიერს და დინამიურს ხდიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ატარებენ ტრაგიკულ ცოდნას იმის შესახებ, თუ რა გადაიტანეს მათმა წინაპრებმა. ჩვენ ვაღიარებთ მათ ტკივილს და პატივს ვცემთ მათ ისტორიას", – განაცხადა ბაიდენმა.

მან, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას "გენოციდი" უწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S