
ომის 61–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს
25/04/2022 08:07:44 ევროპა, მსოფლიო
უკრაინაში ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსული ჯარების ჯამური დანაკარგი 22000 ჯარისკაცს უახლოვდება,– იუწყება უკრაინის გენშტაბი.
კერძოდ, ოკუპანტების ჯამური სამხედრო დანაკარგი 25 აპრილის მდგომარეობით დაახლოებით ასევ გამოიყურება:
- პერსონალი - 21 000ადამიანი (გასულ დღე–ღამეში +100),
- ტანკები 884 (+11),
- დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 2258 (+20),
- საარტილერიო სისტემები - 411 (+3),
- ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 149 (+2),
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 69,
- თვითმფრინავი - 181 (+2),
- ვერტმფრენები - 154,
- გემები / ნავები - 8,
- საავტომობილო ტექნიკა – 1 566,
- საწვავის ავზები - 76,
- ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 201 (+10),
- სპეციალური აღჭურვილობა - 28.
რუსეთმა უარი თქვა გაეროს გენერალური მდივნის წინადადებაზე, გამოცხადებულიყო დროებითი სააღდგომო ზავი და როგორც კიევი იუწყება, აღდგომის დღესასწაულის მიუხედავად, დამპყრობლები განაგრძობენ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს აღმოსავლეთ უკრაინაში.
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის მიერ 25 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 24 აპრილს, რუსი სამხედროების მიერ დონეცკის ოლქის სოფელ კრასნოგოროვსკის დაცხრილვის შედეგად დაიღუპნენ 5 და 14 წლის გოგოები.
რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან პროკურატურას დადასტურებული აქვს 215 ბავშვის სიკვდილი. დაჭრილია 391-ზე მეტი.
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებით, ეს მონაცემები არ ასახავს სრულ სურათს, რადგან შეუძლებელია შესვლა იმ რაიონებში, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.