Accentnews.ge
სომხეთმა ისრაელში თავისი საელჩოს თელ–ავივში განთავსება გადაწყვიტა

სომხეთმა ისრაელში თავისი საელჩოს თელ–ავივში განთავსება გადაწყვიტა

19/09/2019 11:52:27 სხვა, მსოფლიო

სომხეთის მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, ისრაელში ქვეყნის საელჩო გაიხსნას რეზიდენციით თელ–ავივში, – იუწყება ადგილობრივი მედია. 

სომხეთსა და ისრაელს შორის დიპურთიერთობები 1992 წლის აპრილში დამყარდება. 2000–დან 2008 წლის ჩათვლით ისრაელში სომხეთის ელჩის თანამდებობას შემდგომში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნული ედვარდ ნალბანდიანი ითავსებდა, რომლის რეზიდენცია პარიზში მდებარეობდა. 2012–2018წწ ელჩი მოვალეობას ეგვიპტეში სომხური დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი არმენ მელკონიანი ასრულებდა შეთავსებით, ხოლო 2018 წლის მარტიდან სომხეთის ახალი ელჩის – არმენ სუმბათიანის რეზიდენცია ერევანში მდებარეობს. 

როგორც სხდომაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოგრაბ მნაცაკანიანმა აღნიშნა, ისრაელში საელჩოს გახსნა ახლო აღმოსავლეთში სომხეთის ინტერესების დაცულობასა და წარმოდგენილობის ზრდას, ასევე წმინდა მიწაზე სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წარმოდგენილობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

რეზიდენციის გახსნა მიმდინარე წლის ბოლოს, 2020 წლის დასაწყისში იგეგმება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S