Accentnews.ge
ზელენსკი აშშ-ს "უპრეცედენტო დახმარებისთვის" მადლობას უხდის

ზელენსკი აშშ-ს "უპრეცედენტო დახმარებისთვის" მადლობას უხდის

25/04/2022 07:52:21 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს "უპრეცედენტო დახმარებისთვის" მადლობას უხდის.

მისი შეფასებით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის უკრაინაში ვიზიტი მნიშვნელოვანია.

"ამერიკელ მაღანჩინოსნებთან შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში დახმარების, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გამკაცრების, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის და უსაფრთხოების გარანტიების საკითხები განვიხილეთ",– აცახდებს ზელენსკი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდნენ. ისინი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მთავრობის წევრებს შეხვდენენ. ბლინკენმა და ოსტინმა ზელენსკის აცნობეს, რომ აშშ უკრაინას დამატებით 322მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს და 165 მლნ დოლარის ოდენობის საბრძოლო მასალას მიჰყიდის.

ამასთან, ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალურად დანიშნავს ახალ ელჩს და კიევში ეტაპობრივად დაბრუნდებიან უკრაინიდან ომის გამო წასული ამერიკელი დიპლომატებიც.

ცოტა ხნის წინ ბლინკენმა და ოსტინმა პოლონეთ-უკრაინის საზღვართან პრეს–კონფერენცია გამართეს.

ცნობისთვის: ამჟამად რუსული ძალები დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S