Accentnews.ge
ზელენსკიმ ისაუბრა, რაზე შეთანხმდა ბლინკენთან და ოსტინთან

ზელენსკიმ ისაუბრა, რაზე შეთანხმდა ბლინკენთან და ოსტინთან

25/04/2022 07:53:18 ევროპა, მსოფლიო

სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან და თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან განიხილეს თავდაცვის სფეროში დახმარება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტიები,– განაცხადეს უკრაინის პრეზიდენტის პრეს–სამსახურში.

აღინიშნა, რომ უკრაინის სახელმწიფოსთვის ამ გადამწყვეტ მომენტშია შშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების დელეგაციის ვიზიტი კიევში ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს იმისთვის, რომ მათმა სამხედრო დახმარებამ მიაღწია 3,4 მილიარდ დოლარს და ასევე ისაუბრა სანქციების პოლიტიკაზე.

პრეზიდენტმა ამერიკულ მხარეს გადასცა სამოქმედო გეგმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მიზნით:

"ჩვენ გვესმის, როგორი უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები ამ გზაზე. და იმედი გვაქვს პარტნიორების მხარდაჭერის"

. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სამშვიდობო პროცესს. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "უკრაინა ხედავს შეერთებულ შტატებს, როგორც ლიდერს უკრაინის სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტორ ქვეყნებს შორის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S