Accentnews.ge
"აშშ ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინამ მიიღოს ის, რაც მას სჭირდება"

"აშშ ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინამ მიიღოს ის, რაც მას სჭირდება"

25/04/2022 07:06:04 მსოფლიო

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, ომის განვითარებიდან გამომდინარე და ნაწილობრივ იმის გამო, რომ ახლა აქცენტი უკრაინის აღმოსავლეთით არის გადატანილი, უკრაინის საჭიროებები იცვლება.

"უკრაინას სჭირდება რაკეტა, რომელიც შორ მანძილზე ისვრის. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ გავუწიოთ მათ ისეთი სახის მხარდაჭერა, მივაწოდოთ ისეთი ტიპის საარტილერიო და საბრძოლო მასალა, რომელიც ეფექტური იქნება ბრძოლის ამ ეტაპზე", – განაცხადა ოსტინმა.

მისი თქმით, მან დაინახა ნიშნები, რომ ბევრი ქვეყანა აპირებს, უკრაინას მიაწოდოს დამატებითი საბრძოლო მასალა და ჰაუბიცები.

"ასე რომ, ჩვენ ვაპირებთ მაქსიმალური გავაკეთოთ, რაც შეიძლება სწრაფად, რომ კიევმა მიიღოს ის, რაც სჭირდება",- დასძინა მან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდნენ. ისინი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მთავრობის წევრებს შეხვდენენ. ბლინკენმა და ოსტინმა ზელენსკის აცნობეს, რომ აშშ უკრაინას დამატებით 322მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს და 165 მლნ დოლარის ოდენობის საბრძოლო მასალას მიჰყიდის.

ამასთან, ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალურად დანიშნავს ახალ ელჩს და კიევში ეტაპობრივად დაბრუნდებიან უკრაინიდან ომის გამო წასული ამერიკელი დიპლომატებიც.

ცოტა ხნის წინ ბლინკენმა და ოსტინმა პოლონეთ-უკრაინის საზღვართან პრეს–კონგფერენცია გამართეს.

ცნობისთვის: ამჟამად რუსული ძალები დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S