რუსეთში, ბრაიანსკის ნავთობსაცავში ხანძარია [ვიდეო]
25/04/2022 07:28:52 მსოფლიო
რუსეთში, ქალაქ ბრაიანსკში როსნეფტის ნავთობის საწყობების ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების ამინისტროს რეგიონულ სამმართველოში განაცხადეს, რომ ცეცხლი ფოკინსკის რაიონში ნავთობის საცავში განდა, თუმცა მიზეზი უცნობია.
„გამოძახების ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები გაიგზავნა. ჩასვლისთანავე დადგინდა, რომ ნავთობის საცავის ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი “, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, თუმცა, როგორც „კომერსანტი“ აღნიშნავს, მოგვიანებით ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვებ-გვერდიდან გაქრა.
კრემლის მიერ კონტრლირებადი TASS რეგიონული მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ავზები იწვის.
ბრაიანსკი ესაზღვრება უკრაინასა და ბელარუსს. 11 აპრილს რეგიონში „ტერორისტული საფრთხის მაღალი დონე“ 15 დღით გამოცხადდა. 14 აპრილს გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა უკრაინულ მხარეს სოფელ კლიმოვოს დაბომბვაში დასდო ბრალი.
1 აპრილს დილით ბელგოროდში ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიზეზად ავიაიერიში დაასახელა.


