Accentnews.ge
გერმანიის ვიცე–კანცლერი: "ბერლინმა უკრაინასთან დაკავშირებით შეცდომა დაუშვა"

გერმანიის ვიცე–კანცლერი: "ბერლინმა უკრაინასთან დაკავშირებით შეცდომა დაუშვა"

25/04/2022 06:33:41 მსოფლიო

გერმანიის ვიცე–კანცლერი რობერტ ჰაბეკი​ აცხადებს, რომ "ბერლინმა შეცდომა დაუშვა, როცა უკრანას სამხედრო დახმარება ბევრად ადრე არ გაუწია".

როგორც მან "Zweites Deutsches Fernsehen"-თან ინტერვიუში აღნიშნა, მხარდაჭერა წლების წინ უნდა დაწყებულიყო.

"რა თქმა უნდა, ჩვენ უკრაინას ბერად ადრე უნდა დავხმარებოდით, მე არ ვგულისხმობ დღეებსა და კვირებს, მე ვსაუბრობ წლებზე", – განაცხადა ჰაბეკმა.

20 აპრილს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა განცხადა, რომ ბერლინს კიევისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდება ამ ეტაპზე არ შეუძლია.

"გერმანია უკრაინელი სამხედროების წვრთნას და ტექნიკურ მომსახურებას უზრუნველყოფს. სხვა პარტნიორები ახლა უკრაინას არტილერიას აწვდიან. გერმანიას უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდება ამ ეტაპზე არ შეუძლია, რადგან ქვეყანას არ გააჩნდა იარაღი, რომლის გაგზავნა სწრაფად და დაუყოვნებლივ შეუძლია", – განაცხადა ბაერბოკმა რიგაში ლატვიელ კოლეგა ედგარს რინკევიჩთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ გერმანია საჯაროდ არ ისაუბრებს იმ შეიარაღებაზე, რომელიც კიევს უკვე გაუგზავნა:

"ჩვენ უკრაინას მივაწოდეთ ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, "სტინგერის" ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები და ბევრი სხვა იარაღი, რომლებზეც საჯაროდ არ ვსაუბრობთ“.

მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა კიევი დასავლეთს იარაღის, მათ შორის ტანკებისა და თვითმფრინავების მიწოდებას სთხოვს.

ამჟამად რუსული ძალები დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S