Accentnews.ge
უკრაინის პროკურატურის ცნობით, აღდგომის დღეს 2 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის პროკურატურის ცნობით, აღდგომის დღეს 2 ბავშვი დაიღუპა

25/04/2022 06:28:02 ევროპა

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის მიერ 25 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 24 აპრილს, რუსი სამხედროების მიერ დონეცკის ოლქის სოფელ კრასნოგოროვსკის დაცხრილვის შედეგად დაიღუპნენ 5 და 14 წლის გოგოები.

რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან პროკურატურას დადასტურებული აქვს 215 ბავშვის სიკვდილი. დაჭრილია 391-ზე მეტი.

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებით, ეს მონაცემები არ ასახავს სრულ სურათს, რადგან შეუძლებელია შესვლა იმ რაიონებში, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S