Accentnews.ge
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუტში ხანძრისას დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუტში ხანძრისას დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

25/04/2022 06:24:44 მსოფლიო

რუსეთში, ქალაქ ტვერში თავდაცვის სამინისტროს კვლევით ინსტიტუტში გაჩენილი ხანძრისას დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

24 აპრილს შენობაში კიდევ 6 ცხედარი იპოვეს.

მედიის ცნობით, საავადმყოფოში 13 დაშავებულია გადაყვანილი, მათ შორის, ხუთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ისინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენას გამოძიება ცდილობს.

ხანძარი საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სამხედროების კვლევით-სამეცნიერო ცენტრალურ ინსტიტუტში 21 აპრილს გაჩნდა.

ცეცხლი შენობის მეორე სართულზე გავრცელდა.

რუსული მედია წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი "ელექტროგადამცემი ქსელის ავარიული ფუნქციონირება" იყო, მეხანძრეების დაგვიანებულმა გამოძახებამ კი, "შესაძლოა, ხანძრის დიდ ტერიტორიაზე გავრცელება გამოიწვია".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S