Accentnews.ge
აშშ უკრაინაში დიპლომატებს აბრუნებს, ახალი ელჩი სავარაუდოდ, ბრიჯიტ ბრინკი იქნება

აშშ უკრაინაში დიპლომატებს აბრუნებს, ახალი ელჩი სავარაუდოდ, ბრიჯიტ ბრინკი იქნება

25/04/2022 06:00:39 მსოფლიო

უკრაინაში აშშ–ის ახალი ელჩი სავარაუდოდ, ბრიჯიტ ბრინკი იქნება, – იუწყება ამერიკული მედია.

მისი ცნობით, შესაბამის განცხადებას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს ორშაბათს გააკეთებს.

გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდნენ. ისინი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მთავრობის წევრებს შეხვდენენ. ბლინკენმა და ოსტინმა ზელენსკის აცნობეს, რომ აშშ უკრაინას დამატებით 322მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს და 165 მლნ დოლარის ოდენობის საბრძოლო მასალას მიჰყიდის.

ამასთან, ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალურად დანიშნავს ახალ ელჩს და კიევში ეტაპობრივად დაბრუნდებიან უკრაინიდან ომის გამო წასული ამერიკელი დიპლომატებიც.

ბრიჯიტ ბრინკი ამჟამად შეერთებული შტატების ელჩია სლოვაკეთში.

ცნობისთვის: ამერიკული ავტორიტეტული გამოცემა „ფორინ პოლისი“ 2018 წელს წერდა, რომ "საქართველოს მთავრობამ დაბლოკა აშშ-ის ახალ ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნა, რადგან მას ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილად მიიჩნევდა".

ინფორმაციას საქართველოს მთავრობაში „არასერიოზული“ უწოდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S