Accentnews.ge
კიევში ჩასული ბლინკენი და ოსტინი უკრაიანას დამატებით 322მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას დაპირდნენ

კიევში ჩასული ბლინკენი და ოსტინი უკრაიანას დამატებით 322მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას დაპირდნენ

25/04/2022 05:45:14 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდნენ.

ისინი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მთავრობის წევრებს შეხვდენენ. ბლინკენმა და ოსტინმა ზელენსკის აცნობეს, რომ აშშ უკრაინას დამატებით 322მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს და 165 მლნ დოლარის ოდენობის საბრძოლო მასალას მიჰყიდის.

ამასთან, ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალურად დანიშნავს ახალ ელჩს და კიევში ეტაპობრივად დაბრუნდებიან უკრაინიდან ომის გამო წასული ამერიკელი დიპლომატებიც.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S