Accentnews.ge
უკრაინის ომბუდსმენი: "სამხედროების იძულება, ჩააბარონ სისხლი, ნაცისტური გერმანიის პრაქტიკის მსგავსია"

უკრაინის ომბუდსმენი: "სამხედროების იძულება, ჩააბარონ სისხლი, ნაცისტური გერმანიის პრაქტიკის მსგავსია"

24/04/2022 19:54:56 ევროპა

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, რუსეთის დუმაში წამოყენებულია წინადადება, რომ აიძულონ უკრაინელი სამხედროები გაიღონ სისხლი დაჭრილი რუსი სამხედროებისთვის.

„ეს ფაქტი მოწმობს ანალოგიურ მხეცობას, რასაც სჩადიოდნენ ნაცისტები საკონცენტრაციო ბანაკებში მეორე მსოფლიო ომის დროს. იძულებითი დონორობის პრაქტიკა ფართოდ იყო გავრცელებული. სიკვდილს გადარჩენილი ბუხენვალდის ტყვეები იხსენებდნენ, რომ მათ ძალით ართმევდნენ სისხლს ვერმახტის ჯარისკაცებისთვის, აშიმშილებდნენ და მუშაობას აიძულებდნენ“, - მიმართავს დენისოვა გაეროსა და ეუთოს.

ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ „რუსეთი უხეშად არღვევს ჟენევის კონვენციის 26-ე მუხლს სამხედრო ტყვეების მიმართ მოპყრობის შესახებ“ და ამ ფაქტების გათვალისწინების თხოვნით მიმართავს გაეროს კომისიას, რომელიც იძიებს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.

ომბუდსმენი საერთაშორისო პარტნიორებს ასევე აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინელ ტყვეებს თავს უყრის როსტოვის რეგიონის საერთო რეჟიმის კოლონიებში და არა სამხედრო ტყვეთა ბანაკებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S