Accentnews.ge
"ცის ჩაკეტვა უკვე ჩვენითაც შეგვიძლია" – არესტოვიჩი

"ცის ჩაკეტვა უკვე ჩვენითაც შეგვიძლია" – არესტოვიჩი

24/04/2022 19:35:19 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის თქმით, უკრაინა ცის დახურვაზე NATO-სთან მოლაპარაკებებს აღარ აწარმოებს.

"არა, ეს დახურული კითხვაა. ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც უკვე გვაქვს. და ჩვენ თვითონ დავხურავთ ცას". - ასე უპასუხა არესტოვიჩმა "მედუზას" ჟურნალისტის კითხვას ცის დახურვასთან დაკავშირებით.

ამასთან, მან დღეს განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევა ორ-სამ კვირაში დასრულდება.

მისივე თქმით, რუსეთს 15 000-მდე დაღლილი ჯარისკაცი ჰყავს.

"ორ-სამ კვირაში ეს შეტევა დასრულდება. და ამით, სავსებით შესაძლებელია, დასრულდეს ომის აქტიური ფაზა და გადავიდეთ პოზიციურ ფაზაში, რადგან რუსეთის ჯარებს თავდასხმისთვის მეტი არაფერი აქვთ [...] არ ვიცი, საიდან დაამატებენ ახალ რეზერვებს. მათ მომზადებას ერთი-ორი თვე მაინც სჭირდება. ამ ხნის განმავლობაში კი ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს - გაგრძელდება სანქციების მოქმედება, საერთაშორისო მასშტაბით მოხდება ცვლილებები და ჩვენი შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო გაძლიერდება. რუსეთს კი მხარდაჭერა არსაიდან არ ექნება". - თქვა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩის თქმით, თავდაპირველი გეგმის ჩავარდნის შემდეგ, რუსეთის მთავარი ამოცანაა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების აღება გამარჯვებად გამოაცხადონ:

"ისინი დაუბრუნდებიან მოლაპარაკებებს, რომლის მთავარი ამოცანა სანქციების მოხსნაა. ეს კრემლის მიზანია, რადგან ორთვიანი ომის შემდეგ რუსეთის მოსახლეობას რაღაც უნდა უთხრან. უფრო მეტიც, მათ უნდა გამოაცხადონ გარკვეული გამარჯვებები, როგორც ეს მოსალოდნელი იყო".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S