Accentnews.ge
მელიტოპოლის მერი:"ოკუპანტებმა ბულგარეთის კონსული გაიტაცეს"

მელიტოპოლის მერი:"ოკუპანტებმა ბულგარეთის კონსული გაიტაცეს"

24/04/2022 05:24:48 მსოფლიო

მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ბულგარეთის კონსული გაიტაცეს.

"ქვეყნის მასშტაბით ჩემი 50 კოლეგა გაიტაცეს, მათგან 29 ახლა ოკუპანტების ციხეშია. რაც შეეხება აქტივისტებს, ბიზნესმენებს, ოკუპანტებს აქაც იგივე პრაქტიკა აქვთ, იტაცებენ ყველას, ვინც პატრიოტული განწყობებითაა. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ მელიტოპოლში ბულგარეთის საპატიო კონსული გაიტაცეს". - თქვა ფედოროვმა.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S