Accentnews.ge
თურქეთმა სირიაში მიმავალ რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა

თურქეთმა სირიაში მიმავალ რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა

24/04/2022 05:05:12 მსოფლიო

თურქეთმა საჰაერო სივრცე ჩაუკეტარუსეთის სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავებს, რომლებიც სირიაში მიემართებიან. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

სირიაში იმყოფება რუსეთის სამხედრო კონტინგენტი, მათ შორის სამხედრო თვითმფრინავები.

ჩავუშოღლუს თქმით, ნებართვა სამი თვით გაიცემოდა, უკანასკნელის ვადა აპრილში ამოიწურა და თურქეთმა აღარ გააგრძელა ის. ამ ნაბიჯის მიზეზის შესახებ მას არ უსაუბრია, მაგრამ ახსენა ბოსფორის სრუტეში ამჟამად მოქმედი აკრძალვა სამხედრო გემების გატარებაზე, რომელიც თურქეთმა უკრაინაში ომის გამო შემოიღო.

თურქეთის სამხედრო სივრცეზე გადის რუსეთიდან სირიამდე მიმავალი უმოკლესი გზა. მისი დახურვა ნიშნავს, რომ რუსეთს მოუხდება ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცე გამოიყენოს.

ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთი განაგრძობს რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტში შუამავლობას. მისი სიტყვებით, გრძელდება მოლაპარაკებები სამუშაო ქვეჯგუფებში, ასევე არსებობს წინასწარი თანხმობა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების თურქეთში შეხვედრის თაობაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S