
პრეზიდენტმა რვა მსჯავრდებული შეიწყალა
23/04/2022 12:51:44 საზოგადოება
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით რვა მსჯავრდებული შეიწყალა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„პრეზიდენტმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით რვა მსჯავრდებული შეიწყალა, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.