
"ოკუპანტებმა აზოვსტალზე საჰაერო შეტევა განაახლეს" – არესტოვიჩი
23/04/2022 12:32:41 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში აზოვსტალზე საჰაერო შეტევა განაახლეს.
"მტერი ცდილობს, ჩაახშოს მარიუპოლის მცველების საბოლოო წინააღმდეგობა აზოვსტალში - მათ საჰაერო დარტყმები განაახლეს ქარხნის ტერიტორიაზე, ჩვენი ჯარების თავდაცვის ტერიტორიაზე და ეცდება, განახორციელოს შტურმი". - ამბობს არესტოვიჩი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები მშვიდობიან მოქალაქეებს მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის დატოვების უფლებას მისცემენ, თუ უკრაინელი ჯარისკაცები ჩაბარდებიან.
მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.