Accentnews.ge
იერუსალიმში აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა

იერუსალიმში აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა

23/04/2022 12:27:55 საზოგადოება

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა. ცეცხლი იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა გამოიტანა. მართლმადიდებელთა რწმენით, ეს არის უდიდესი საიდუმლო, რომელიც ყოველწლიურად დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს მაცხოვრის საფლავზე აღესრულება.

გადმოცემის თანახმად, ზეციური ცეცხლის რიტუალი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში III საუკუნიდან სრულდება.

როგორც წესი, ცეცხლი იერუსალიმიდან თბილისშიც ჩამოაქვთ ხოლმე - ეს ტრადიცია არ დარღვეულა არც გასული ორი წლის განმავლობაში, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო ფრენები შეზღუდული რაოდენობით სრულდებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S