Accentnews.ge
ბრიტანეთის დაზვერვა:"ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინაში მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწია"

ბრიტანეთის დაზვერვა:"ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინაში მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწია"

23/04/2022 09:00:25 მსოფლიო

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსებს უკრაინაში მნიშვნელოვანი წინსვლისთვის არ მიუღწევიათ.

„გაზრდილი აქტივობის მიუხედავად, უკრაინის კონტრშეტევების გამო, რუსეთის ჯარებს ბოლო ერთი დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი წინსვლისთვის არ მიუღწევიათ.

რუსმა სამხედროებმა უკრაინის საჰაერო სივრცეზე ან ზღვაზე კონტროლი ვერ დაამყარეს უკრაინის თავდაცვის ეფექტურობის გამო. ეს ასევე აფერხებს ჯარების წინსვლას.

სასტიკი ბრძოლები მარიუპოლისთვის გრძელდება, მიუხედავად რუსული მხარის განცხადებებისა ქალაქის აღების შესახებ. ეს კიდევ უფრო ანელებს რუსი სამხედროების წინსვლას დონბასში“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ ყოველდღიურ ანგარიშში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S