Accentnews.ge
"ჩვენი თავდაცვის 58-ე დღე სრულდება დიდ პარასკევს, დღეს, როცა, ერთი შეხედვით, სიკვდილმა გაიმარჯვა. მაგრამ ჩვენ აღდგომის იმედი გვაქვს"

"ჩვენი თავდაცვის 58-ე დღე სრულდება დიდ პარასკევს, დღეს, როცა, ერთი შეხედვით, სიკვდილმა გაიმარჯვა. მაგრამ ჩვენ აღდგომის იმედი გვაქვს"

23/04/2022 02:54:34 მსოფლიო

ომის 58-ე დღე წითელ პარასკევს დაემთხვა, ჩვენ აღდგომის იმედი გვაქვს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღევანდელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"ჩვენი თავდაცვის 58-ე დღე სრულდება. სრულდება დიდ [წითელ] პარასკევს, ქრისტინებისთვის წლის ერთ-ერთ ყველაზე მწუხარე დღეს. დღეს, როცა, ერთი შეხედვით, სიკვდილმა გაიმარჯვა. მაგრამ ჩვენ აღდგომის იმედი გვაქვს. ჩვენ გვჯერა სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების და ვლოცულობთ, რომ სიკვდილი დამარცხდება.

წელს სრულმასშტაბიანი ომისას, ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის ომისას, ამ სიტყვებს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

რუსეთმა უკრაინას სიკვდილი მოუტანა. დონბასში 8-წლიანი სასტიკი ომის შემდეგ, რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოს სრულად განადგურება მოინდომა. უკრაინელებისთვის სიცოცხლის უფლების პირდაპირ წართმევა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რამდენად მძვინვარეა შეტაკებები, სიკვდილს სიცოცხლის დამარცხების შანსი არ აქვს. ყველამ იცის ეს. ყველა ქრისტიანმა იცის ეს. ეს ჩვენი კულტურის მთავარი ელემენტია.

ალბათ, ეს აღარ არსებობს თანამედროვე რუსულ კულტურაში. რადგან იმისთვის, რომ გააკეთო ის ყველაფერი, რაც რუსებმა უკრაინელებს ჩვენს ქალაქებში გაუკეთეს შენ უნდა მოკლა ადამიანი შენში. ვინაიდან ნებისმიერი რწმენის ადამიანს ამის გაკეთება უბრალოდ არ შეუძლია.

მაგრამ ჩვენი კულტურისთვის ამ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. და ექნება კიდეც. და სიცოცხლე ნამდვილად დაამარცხებს სიკვდილს"- განაცხადა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S