"მოკავშირეები საბოლოოდ გვაწვდიან იარაღს, რომელსაც კიევი ითხოვდა"
23/04/2022 02:37:22 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მოკავშირეები საბოლოოდ უკრაინას აწვდიან იარაღს, რომელსაც კიევი ამდენი ხნის განმავლობაში ითხოვდა.
მისივე თქმით, იარაღი ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას შეუწყობს ხელს.
დასავლეთის ქვეყნები კრემლზე ზეწოლას სანქციებითა და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერით ყოველდღიურად აძლიერებენ. ბოლო 24 საათში ოფიციალური კიევისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ 10-მდე სახელმწიფომ გამოაცხადა. ვაშინგტონმა უკრაინას ბოლო ორ კვირაში 800 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება უკვე ორჯერ გამოუყო.


