ავღანეთში პარასკევის ლოცვის დროს მომხდარ აფეთქებას 33 ადამიანი ემსხვერპლა
22/04/2022 19:27:51 მსოფლიო
ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ყუნდუზში პარასკევის ლოცვის დროს მეჩეთში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 33 ადამიანი გარდაიცვალა, ათობით კი დაიჭრა. ინფორმაციას გამოცემა REUTERS ავრცელებს.
დაჯგუფება თალიბანის ადმინისტრაციის სპიკერი, ზაბიულა მუჯაჰიდმა ტვიტერზე დაადასტურა დაღუპულთა რიცხვი. მისივე ცნობით, დაიჭრა 43 ადამიანი. "ამის ჩამდენები ბოროტების ელემენტები და მიმდინარეობს სერიოზული ძალისხმევა მათ დასაკავებლად და დასასჯელად".
ჯერჯერობით, უცნობია ვინ დგას პარასკევის ლოცვის დროს მეჩეთში მომდადრი აფეთქების უკან


