Accentnews.ge
რუსეთში ცნობილი ჟურნალისტები ვენედიქტოვი და  ნევზოროვი აგენტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში ცნობილი ჟურნალისტები ვენედიქტოვი და  ნევზოროვი აგენტების სიაში შეიყვანეს

22/04/2022 18:37:30 მსოფლიო

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ცნობილი ჟურნალისტები ჟურნალისტები ალექსეი ვენედიქტოვი, ალექსანდრე ნევზოროვი და სერგეი პარხომენკო უცხოური მედიის აგენტების სიაში შეიყვანა. ამავე სიაში მოხვდა კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი, ხოლო ხოლო პუბლიცისტი ვლადიმერ კარა-მურზა და ოპოზიციონერი ლეონიდ ვოლკოვი – უცხოელი აგენტების სიაში.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში, სადაც თითქმის ყველა დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციას მუშაობის უფლება ჩამოართვეს, ამჟამად მკაცრი ცენზურა მოქმედებს და ნებისიერი იმგვარი ინფორმაციის გავრცელება იკრძალება უკრაინაში რუსული ძალების ქმედების შესახებ, რაც რუსეთის ოფიციალური უწყებებისგან არ ჟღერდება. მსგავსი მოქმედება 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სწორედ ამ მუხლით აღუძრეს საქმე ნევზორობს და კარა–მურზას. ეს უკანასკნელი ამჟამად დაკავებულია, ხოლო ნევზოროვი ქვეყანაში არ იმყოფება.

რაც შეეხება ვენედიქტოვს, რომელიც წლების განმავლობაში იყო „ეხო მასკვის“ მთავარი რედაქტორი, რადიო დაუხურეს. ამის შემდეგ მან „იუთუბ“–არხი გახსნა და ამ ფორმით ცდილობდა „ეხო მასკვის“ მსმენელებთან კომუნიკაციას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S