გაერო-ს გენმდივანი მოსკოვში პუტინს შეხვდება
22/04/2022 17:13:22 მსოფლიო
25 აპრილს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მოსკოვში ჩავა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას გაეროს გენერალური შტაბის ასოცირებული წარმომადგენელი ერი კანეკო ავრცელებს.
ამასთან ერთად, ანტონიო გუტიერეში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს საქმიანი ვახშმის დროს გაესაუბრება.
21 აპრილს გაეროს წარმომადგენლის სტეფან დიუჟარიკის თქმით, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან და უკრაინაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრის სურვილი გამოთქვა.


