Accentnews.ge
რუსეთი: „ჰუმანიტარული პაუზის საწყისი "აზოვსტალზე" თეთრი დროშების აღმართვა იქნება"

რუსეთი: „ჰუმანიტარული პაუზის საწყისი "აზოვსტალზე" თეთრი დროშების აღმართვა იქნება"

22/04/2022 15:42:37 ევროპა, მსოფლიო

რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი მიხაილ მიზინცევი აცხადებს, რომ მარიუპოლში ჰუმანიტარული შესვენების დასაწყისი "აზოვსტალზე" უკრაინის მხრიდან დანებების ნიშნად „თეთრი დროშების აღმართვა“ იქნება. ვლადიმირ პუტინს სააღდგომოდ უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობისკენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მოუწოდა დღეს სატელეფონო საუბრისას.

„ჰუმანიტარული პაუზის რეალური საწყისი იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ თეთრი დროშების აღმართვა მთელ პერიმეტრზე ან აზოვსტალის კონკრეტულ ადგილებში“, - განაცხადა მიზინცევმა.

მისი თქმით, თუ აზოვსტალის მეტალურგიული ქარხნის სიახლოვეს დროშებს იხილავენ, შეწყვეტენ თავდასხმებს და ადგილის უსაფრთხოდ დატოვებისთვის ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნიან.

მანამდე "აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა, რომელიც მარიუპოლის დაცვაში მონაწილეობს, BBC-სთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ მარიუპოლის მცველები ტყვედ ჩაბარებას არ აპირებენ.

"აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა, რომელიც მარიუპოლის დაცვაში მონაწილეობს, BBC-სთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ მარიუპოლის მცველები ტყვედ ჩაბარებას არ აპირებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S