Accentnews.ge
"რუსებმა ევაკუაციის რუკები გვთხოვეს, შემდეგ კი ყველა ეს წერტილი გაანადგურეს"- მარიუპოლის მერი

"რუსებმა ევაკუაციის რუკები გვთხოვეს, შემდეგ კი ყველა ეს წერტილი გაანადგურეს"- მარიუპოლის მერი

22/04/2022 15:34:54 ევროპა

მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო ქალაქიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ რუსები თავიდანვე მიზანმიმართულად შლიდნენ ევაკუაციას.

"ჩვენ განვსაზღვრეთ ევაკუაციის ადგილები. მათ გვთხოვეს, ევაკუაციის რუკები გადაგვეცა. მივეცით ეს რუკები. გვკითხეს, რამდენი ავტობუსი გვყავდა? ვუთხარით, რამდენიც გვყავდა. შემდეგ კი მათ გაანადგურეს ყველა ეს წერტილი, გაანადგურეს ჩვენი ავტობუსები. ხელი შეუშალეს საკვანძო ევაკუაციას", - თქვა ბოიჩენკომ.

მერის განცხადებით, მისივე თქმით, ქალაქში ამ დრომდე რჩება 100 000 ადამიანი. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ მშვიდობიან მოსახლეობას გასვლის საშუალება მიეცეს.

"ადამიანები, რომლებიც ახლა იქ რჩებიან, მხოლოდ ერთი ადამიანის, ვლადიმერ პუტინის ხელში არიან"- თქვა ბოიჩენკომ.

ვლადიმირ პუტინს სააღდგომოდ უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობისკენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მოუწოდა სატელეფონო საუბრისას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადები კი, რუსეთის სამხედრო ძალები მშვიდობიან მოქალაქეებს მარიუპოლის "აზოვსტალის" ქარხნის დატოვების უფლებას მისცემენ, თუ უკრაინელი ჯარისკაცები ჩაბარდებიან:

"რუსეთი მზადაა, ჰუმანიტარული პაუზა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ნებისმიერ დროს გამოაცხადოს, ასევე უკრაინის სამხედრო ძალებისთვის, რომლებიც იარაღის დაყრის სურვილს გამოთქვამენ".

ამასთან ერთად, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის, გენერალ-პოლკოვნიკ მიხაილ მიზინცევის ინფორმაციით, თავდასხმები შეწყდება, როდესაც უკრაინის სამხედრო ძალები აზვოსტალზე თეთრ დროშებს აღმართავენ:

"ჰუმანიტარული პაუზის ფაქტობრივი დასაწყისი აზოვსტალის მთელს ტერიტორიაზე ან გარკვეულ ნაწილებში თეთრი დროშების აღმართვა იქნება".

ხოლო "აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა, რომელიც მარიუპოლის დაცვაში მონაწილეობს, BBC-სთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ მარიუპოლის მცველები ტყვედ ჩაბარებას არ აპირებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S